ჩვენ შესახებ
ურბან გარდენი
ფიტნესდარბაზი „ურბან გარდენი" 2017 წლის 15 მაისს გაიხსნა. დარბაზი მშვიდ და მყუდრო ადგილას, ილიას ბაღში (ძველი ვარდების ბაღი) მდებარეობს, სადაც სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა. ვარჯიშის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სუფთა ჰაერზე გაისეირნოს, ზაფხულში კი ჩვენს ჰამაკში მოიკრიბოს ძალები და ლამაზი ბუნებით დატკბეს.
გარემოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკრეტული მიზნის მიღწევას ცდილობ. ჩვენთან ზუსტად ის გარემოა, რომელიც თავს თან სახლში გაგრძნობინებს, თან შესაბამის მოტივაციას მოგცემს, რომ გადალახო დაბრკოლებები, მიიღო ახალი გამოწვევები და ჯანსაღი ცხოვრების სტილი შენს ცხოვრებაში შემოუშვა.
ჩვენი ინსტრუქტორები სწორედ ისინი არიან, ვისაც ასეთ დროს უნდა მიმართო. ადამიანები, რომლებმაც არ იციან სიტყვა „ორშაბათიდან" და „ხვალიდან".
არ გადადო, დაიწყე დღესვე!
Urban Garden fitness club opened on 15 May 2017. It sits in a quiet, cosy spot in Ilia's Garden (the old Rose Garden), where a visit is always a pleasure. After training you can take a walk in the fresh air, and in summer recharge in our hammock and enjoy the greenery around you.
Your surroundings always matter, especially when you are working towards a goal. Here you will find exactly that place: one that feels like home and gives you the motivation to overcome obstacles, take on new challenges and make a healthy lifestyle part of your life.
Our instructors are the people to turn to. People who don't know the words "from Monday" or "from tomorrow".
Don't put it off, start today!